რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყირიმის მარიონეტი ლიდერები უკრაინელების ქონების გაყიდვას იწყებენ

ყირიმის ე.წ. პარლამენტის სპიკერი, ვლადიმირ კონსტანტინოვი
REUTERS/Shamil Zhumatov/file photo

ყირიმის მარიონეტი ლიდერების თქმით, 100-მდე უკრაინული ქონების, მათ შორის, ზელენსკის საკუთრების გაყიდვას გეგმავენ.

ყირიმის ე.წ. პარლამენტის სპიკერის, ვლადიმირ კონსტანტინოვის თქმით, "ნაციონალიზებული" უკრაინული ქონება "მალე" გაიყიდება, უკრაინელი ბიზნესმენების საკუთრების გასხვისებისთვის კი 8 აუქციონი უკვე ჩატარდა. მანვე დასძინა, რომ კონტრაქტების საერთო ღირებულებამ 815 მილიონი რუბლი (დაახლოებით $8.51 მილიონი) შეადგინა.

რუსეთის მარიონეტმა ხელისუფლებამ 500-მდე უკრაინული საკუთრების "ნაციონალიზების" შესახებ 2023 წლის თებერვალში განაცხადა.

2023 წლის მაისში "ნაციონალიზებულად" გამოცხადდა უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას იალტაში მდებარე ბინაც.

კომენტარები