პრეზიდენტის იმპიჩმენტი

პაპუაშვილი ენმ-ზე: საკუთარ ხელებსაც არ ენდობიან და ეშინიათ, რომ ღილაკზე თითი მიეჭირებათ

ნაციონალური მოძრაობა იმდენად არ ენდობა თავის თავს - ალბათ, საკუთარ ხელებსაც არ ენდობიან და ეშინიათ, რომ იმპიჩმენტის საკითხის გადაწყვეტის დროს, ღილაკზე თითი მიეჭირებათ. მინდა, ენმ-ის ამომრჩევლებს მივმართო: ვის მიეცით მანდატი, თქვენ ვინ წარმოგადგენთ? ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის გვერდში მყოფ პირებს არ ენდობიან. საკუთარ თავს არ ენდობიან, რომ შემთხვევით იქ ხელი არ წაუცდეთ და ღილაკს არ მიაჭირონ.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. ენმ-ის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს და მათი დეპუტატები დარბაზში არ იქნებიან იმ დროს, როცა ეს პროცესი დაიწყება.

კომენტარები