პრეზიდენტის იმპიჩმენტი

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ენმ-ს ფრაქცია იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია მონაწილეობას არ მიიღებს იმპიჩმენტის პროცედურაში.

ამის შესახებ ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელიც ასევე ამბობს, რომ  ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია არც პარლამენტის სხდომას დაესწრება. მისივე თქმით, ფრაქცია მონაწილეობას არ მიიღებს იმ ბინძურ თამაშში, რომელიც პირველ რიგში ემსახურება ქვეყნის ევროპული არჩევანის "საბოტაჟირებას". 

''სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია არ იქნება დარბაზში მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს, რომელიც რეალურად მიზნად ისახავს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ევროპული არჩევანის რეალიზება არ მოხდეს". - ამბობს ბოკუჩავა.


საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს ხელი მოაწერა. ხელმოწერები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ მასალას თან დაერთვება.

შეგახსენებთ, იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების მიზეზი სალომე ზურაბიშვილის საგარეო ვიზიტები გახდა, რომელთა შესახებ თანხმობა პრეზიდენტს მთავრობისგან არ მიუღია. 1-ელ სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. 

კომენტარები