ჩინეთი

WP: ჩინეთის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი, ლი შანგფუ 29 აგვისტოს შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. შანგფუ 7-8 სექტემბერს ვიეტნამში უნდა ჩასულიყო სამუშაო ვიზიტით, თუმცა, ჩინეთის ინიციატივით ვიეტნამის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა არ შედგა და ამის მიზეზად ლის ჯანმრთელობის პრობლემები დასახელდა. 

The Washington Post-ის გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ ლის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება კორუფციის ბრალდებით და ის ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება. 

აღნიშნულთან დაკავშრებით კომენტარი არ გააკეთეს ჩინეთის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებმა. 

ლის მოულოდნელი გაუჩინარება განსაკუთრებით კითხვის ნიშნებს იწვევს იმის გათვალისწინებით, რომ ივლისში, 30-დღიანი გაუჩინარების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცინ კანგი თანამდებობიდან მოხსნეს.  მაშინაც, ცი არ დაესწრო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის (ASEAN) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, მიზეზად კი ჯანმრთელობის პრობლემები დასახელდა. 

კომენტარები