ოთარ ფარცხალაძე

ივანიშვილმა დამიბარა და მკითხა რატომ შევაგინე ფარცხალაძეს – ყიფიანი 2018 წლის ჩანაწერში

რუსთავი 2

14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა.  

2018 წლის ოქტომბერში რუსთავი 2-მა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე ფარული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა

კურიერში გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ლევან ყიფიანი ყოფილი მთავარ პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სარდაფში მომხდარზე საუბრობს და ამბობს, რომ ფარცხალაძეს შეაგინა, მან კი ხელი დაარტყა. 

ჩანაწერში ყიფიანი იხსენებს, რომ მას შემდეგ რაც ცემეს, ფარცხალაძემ მასთან დაპირისპირების ამბავი ბიძინა ივანიშვილს უამბო. ყიფიანის თქმითვე, ივანიშვილმა იგი დაიბარა და ჰკითხა, რატომ შეაგინა ფარცხალაძეს. 

ნაწყვეტი აუდიო ჩანაწერიდან:

ომეგას მენეჯერი - ბიძინამ გაიგო ხო, ეგ ამბავი? 

ლევან ყიფიანი - ბიძინამ რა, რატომ შეაგინეო

ომეგას მენეჯერი - შეაგინეო?

ზაზა ოქუაშვილი (ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი) - რატომ შეაგინეო, ამიტომ გადაიხადეო

ომეგას მენეჯერი - რატომ დაგარტყა, ის არ უთქვია, რატომ შეაგინეო ...

ლევან ყიფიანი - თან პირველი შენ შეაგინეო...

ომეგას მენეჯერი - გიჩივლა, იმან შემაგინაო და იმიტოო...

ლევან ყიფიანი - არა, მე ვერ დავიჯერე...

სრული აუდიო ჩანაწერი ნახეთ აქ


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 14 სექტემბერის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძის გარდა, სანქციები დაუწესდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, ალექსანდრ ონიშჩენკოს. 

ამავე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ონიშჩენკო
"თავის თანამოაზრე  ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში" დაეხმარა. 

"ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით". – აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

აშშ-ს უწყება აღნიშნავს, რომ ფარცხალაძე ქართულ-რუსი ოლიგარქია და იგი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობდა. 

კომენტარები