კახა კალაძე

კალაძე: თავმოყვარე ხალხი ვართ, ზოგი ევროპარლამენტარის განცხადება შეურაცხმყოფელია

ჩვენი მხრიდან ყველას აქვს ძალიან დიდი პატივისცემა, რაც მნიშვნელოვანია. თეთრზე რომ გვეუბნებიან, შავიაო და კონკრეტულ ადამიანებს მცდელობა აქვთ, რომ ნაცარი შეგაყარონ თვალში, თავი არ უნდა დახარო და ნაცარი არ უნდა შეიყარო, როდესაც მართალი ხარ. ჩვენ მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც და მზად ვართ თანამშრომლობისთვის. როდესაც ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს ზოგი ევროპარლამენტარი, ნუ, ეს ეხლა შეურაცხმყოფელია.

თავმოყვარე ხალხი ვართ ჩვენ. შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკა გვაქვს, მაგრამ უდიდესი კულტურის და უდიდესი ტრადიციების მქონე ქვეყანა ვართ, რითაც ვამაყობთ. პარტნიორობა იქნება, მეგობრობა, თუ თანამშრომლობა, ეს გვინდა სწორი ფორმებით და არა იმით, რომ ვიღაცამ თავში წამორტყმით და შეურაცხყოფით გააკეთოს.

შეურაცხმყოფელია თუ არა ის, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის საპირწონედ აყენებენ კრიმინალ სააკაშვილის საკითხს?! ასეთი თემებია, რაც ძალიან ცუდია და ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხი სჭირდება, ვინც არ უნდა იყოს და რა თანამდებობის პირი უნდა იყოს.

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები