საფრანგეთი

საფრანგეთი ერთჯერადი ელექტროსიგარეტების აკრძალვას გეგმავს

საფრანგეთი ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტის (ვეიპი) აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ელისაბედ ბორნმა ისაუბრა.

ბორნს კანონის ძალაში შესვლის დრო არ დაუზუსტებია, თუმცა, თქვა, რომ აღნიშნული კანონი მოწევის საწინააღმდეგო ახალი კამპანიის ნაწილია.

"მთავრობა მალე წარადგენს ახალ ეროვნულ გეგმას თამბაქოს წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის იქნება "პუფად" ცნობილი ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების აკრძალვა, რომელიც ახალგაზრდებს მავნებლობას აჩვევს". - თქვა ბორნმა.

ერთჯერადი ელექტროსიგარეტები საფრანგეთში 2021 წლიდან გაჩნდა. საფრანგეთის ნარკომანიისა და ნარკომანიის ტენდენციების ობსერვატორიის მიერ მარტში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, თამბაქოს მოხმარება სულ უფრო და უფრო ნაკლებად არის გავრცელებული ახალგაზრდებში, მაგრამ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება იზრდება. კერძოდ, 17 წლის მოზარდებში 2022 წელს 2017 წელთან შედარებით ელექტროსიგარეტის ყოველდღიური მოხმარების მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. 

ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ბელგიამ და ირლანდიამ, მსგავსი ტიპის აკრძალვები უკვე მიიღეს. 

კომენტარები