რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენ არავის მივცემთ უკრაინის დასუსტების უფლებას — დიდება ყველა ჯარისკაცს!

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ბერლინში, 14 მაისი, 2023.
REUTERS/Fabrizio Bensch

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში უკრაინელებს მოუწოდა ორიენტირებულები იყვნენ საკუთარი ქვეყნის დაცვაზე. ზელენსკის თქმით, რუსები 11 სექტემბერის დილიდან თავს ესხმოდნენ უკრაინის სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონს.

მისივე თქმით, დაბომბილია ქალაქები და სოფლები ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონებში, ასევე - დონეცკი, პოკროვსკი, ბახმუტი, ვოლნოვახა, სუმი და სხვები. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა კრივოი როგზეც.

"მაშინაც კი, როდესაც ჩვენი რეგიონის ზოგიერთ ნაწილში შედარებით სიმშვიდეა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი მიწა, ჩვენი ქალაქები და სოფლები, რომლებიც თითქმის მუდმივად ცეცხლის ქვეშაა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ ომის 565-ე დღეა, თითოეული ჩვენგანი ისევე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები სახელმწიფოს დაცვაზე, როგორც ადრე.

რუსეთს გამარჯვების იმედი არ აქვს, მტერს მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ ჩვენ ვერ გავძლებთ. უკრაინამ უნდა გაუძლოს. ყველაფერი, რაც გვაძლიერებს - პრიორიტეტულია და მხოლოდ ესაა პრიორიოტეტი. არავითარი შესუსტება! და ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, დაასუსტოს უკრაინა. დიდება ყველა ჩვენს ჯარისკაცს! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! დიდება უკრაინას!".- ამბობს ზელენსკი.

კომენტარები