პუტინის რუსეთი

ალექსეი ნავალნი საჯარიმო იზოლატორში მეცხრამეტედ გადაიყვანეს

რუსული ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი საჯარიმო იზოლატორში მეცხრამეტედ გადაიყვანეს. ამის შესახებ ნავალნის წერილში წერია, რომელიც მისი Instagram-ის ანგარიშზე გამოქვეყნდა.

საჯარიმო იზოლატორი (ШИЗО) პატიმრისთვის ყველაზე მძიმე სასჯელია, რომელსაც კანონი ითვალისწინებს. იზოლატორში ყოფნის მაქსიმალური ვადა 15 დღეს შეადგენს. 

ამ შემთხვევამდე ნავალნი საჯარიმო იზოლატორში უკანასკნელად მიმდინარე წლის აგვისტოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის რუს ოპოზიციონერს ШИЗО-ში 207 დღე აქვს გატარებული. 

წერილში არ არის მითითებული თუ რა დანაშაულისთვის გადაიყვანეს პოლიტიკოსი საჯარიმო იზოლატორში. წინა ჯერზე ნავალნი სიტყვა "ბლიადის" თქმისთვის დასაჯეს.


13 ივლისს ალექსეი ნავალნიმ თავის Instagram-ის ანგარიშზე დაწერა, რომ მას პატიმრობაში 100 დღის მანძილზე ყოველდღიურად ვლადიმირ პუტინის ერთი და იგივე სიტყვის მოსმენას აიძულებდნენ.

19 მაისს საკუთარ სასამართლო პროცესზე ალექსეი ნავალნიმ საკუთარ სასამართლო პროცესზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და უკრაინის ომის წინააღმდეგ ახალი მასობრივი კამპანიის დაწყება დააანონსა

პუტინის კრიტიკოსი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2021 წელს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გერმანიაში ნავალნი ნერვული აგენტით მოწამლის გამო მკურნალობდა, რაშიც ის კრემლს ადანაშაულებდა.

მიმდინარე წლის აგვისტოში ნავალნის მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გამართულ გასვლით სხდომაზე, ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე დამატებით 19 წელი მიუსაჯა.

კომენტარები