არჩევნები 2024

ხოშტარია: გახარიასთანაც რაღაც თემებზე ლაპარაკი მოგვიწევს, არ ვამბობ გაერთიანებაზე

გახარიასთანაც, მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ლაპარაკი რაღაც თემებზე მოგვიწევს. ბუნებრივია, მე არ ვამბობ არანაირ პოლიტიკურ გაერთიანებაზე, მაგრამ არის რაღაც თემები, ხმების დაცვა იქნება ეს თუ საგარეო პარტნიორებთან კომუნიკაცია. აბსოლუტურად ყველა მოთამაშესთან, რომელსაც შეუძლია მოგებაში როლი ითამაშოს, ჩვენ საერთო ინიციატივები გვექნება და ჩვენს პირად ტკივილს უნდა გადავაბიჯოთ, იმიტომ რომ ეს სჭირდება ამ რეჟიმის დამარცხებას და იმიტომ რომ არ გვაქვს წაგების უფლება. ეს ცვლილება ყველამ ჩვენი ზურგით უნდა გავიტანოთ.

ამბობს პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია Post Factum-ის სიუჟეტში.

კომენტარები