არჩევნები 2024

ხოშტარია: ერთ ბიზნესმენზე დამოკიდებულება ოლიგარქობისკენ მიმავალი გზაა

ფოტო: ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

გირჩის-მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერებმა Post Factum-ის სიუჟეტში მათი საარჩევნო გაერთიანების დაფინანსების მოდელებზე ილაპარაკეს - ელენე ხოშტარიას თქმით, დაფინანსებას მიიღებენ ყველა პროდასავლელი ბიზნესმენისგან, "ოღონდ ეს აუცილებლად იქნება ჯგუფი და არა ერთი".

"ალბათ [სპონსორად] კეზერაშვილს გულისხმობენ ხოლმე ხან ვინ და ხან ვინ. ჩვენი პრინციპი ძალიან მყარია, რომ არც ერთ ერთ ბიზნესმენზე დამოკიდებული არ ვიყოთ - ერთზე, ვინც არ უნდა იყოს, ეს უკვე ოლიგარქობისკენ მიმავალი გზაა". - ამბობს ხოშტარია.

ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მას პრობლემა არ აქვს, თუ გაერთიანებას ვინმე დააფინანსებს, მაგრამ პარტიებზე ვალდებულებების დაკისრების გარეშე.

"ამაში თუ ფულს ჩადებს ვინმე, ისე, რომ ამას არ მოყვება არანაირი ვალდებულებები, მე ვიძახდი ყოველთვის, რომ პრობლემა არ მაქვს. ჩემი დამფინანსებლების ჯგუფი არის 3 000 ადამიანი, ისეთი ფართო სპექტრია ადამიანების, ვინ რას ფიქრობს, ვის რისის ჯერა, ვის რა უნდა არც ერთი გადამოწმებული არ მყავს და ახლა რომ გადავუარო 3 200 კაცზე მეტია, ვის არ იპოვი, შეიძლება იპოვო ადამიანები, რომლებიც რამე ისეთს აკეთებენ, რომ შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ არასდროს მე მაგაზე კითხვა არ დამისვამს, ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს". - თქვა ჯაფარიძემ.

 6 სექტემბერს დროამ და გირჩი-მეტი თავისუფლებამ საარჩევნო გაერთიანება შექმნეს. ორმა პარტიამ ვიდეორგოლი გაავრცელა - "დროა და გირჩი მეტი თავისუფლება - ნორმალური არჩევანი". 

კომენტარები