მიწისძვრა მაროკოში

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა

BBC

მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2012 ადამიანი დაიღუპა და 2059 დაშავდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქედან 1 400-ზე მეტ ადამიანს სერიოზული დაზიანებები აქვს. 

8 სექტემბერს ღამით მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა მაროკოს ატლასის მთებში, საღამოს 11 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მარაქეშიდან სამხრეთით 72 კილომეტრში იყო, სწორედ ალ ჰაუზის პროვინციაში დაიღუპა ყველაზე მეტი ადამიანი - დაახლოებით 1 300.

უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეები ღამეებს ქუჩაში ატარებენ. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები