მიწისძვრა მაროკოში

დამანგრეველი მიწისძვრის მიუხედავად, მაროკოს მეფე საფრანგეთისგან დახმარებას არ მიიღებს

მაროკოს მეფე მუჰამედ VI
Carlos R. Alvarez/WireImage

მაროკოს მეფე, მოჰამედ VI საფრანგეთისგან ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე უარს ამბობს. მაროკოს მეფის გადაწყვეტილება საფრანგეთისა და მაროკოს კოლონიური ისტორიიდან და ამჟამად დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. 

8 ოქტომბერს მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. 12 ოქტომბრის განახლებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 2 800-ს გადააჭარბა. სამძებრო სამუშაოებში ცართულია გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ესპანეთის ძალები, თუმცა ფრანგულ მხარეს დახმარების შეთავაზებაზე თანხმობა არ მიუღია. მაროკოს ხელისუფლება ასევე თავს იკავებს მაროკოში მოქმედი ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დახმარების მიღებისგან. 

მეფე მოჰამედ VI-ის პოლიტიკა ემანუელ მაკრონთან განსაკუთრებულად დაძაბული ურთიერთობით გამოირჩევა.

ფრანგული მედიის ცნობით, მაროკოს მეფე მოჰამედ VI მიწისძვრის დროს საფრანგეთში იმყოფებოდა. 

კომენტარები