ჯოზეფ ბორელი

ბორელი: ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რომ იზოლირებული იყოს რუსეთი და მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგაა მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვა ეს.

ასევე უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველომ მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირის წევრობა. ამ ეტაპზე, ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა. საომარი პროპაგანდის და სხვა ინიციატივების.

თქვა ჯოზეფ ბორელმა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები