ჯოზეფ ბორელი

ბორელი: ისრაელსაც მივმართავ - რეგიონში კონფლიქტის ესკალაციით ვერავინ მოიგებს

EPA

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ლიბანში იმყოფება. ლიბანში ბორელმა ისრაელ-ჰამასის ომზე და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეებზე ისაუბრა

"უმნიშვნელოვანესია, რომ ავირიდოთ ომის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ესკალაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეგიონულ კონფლიქტში ლიბანი არ ჩაერთოს. ამ მესიჯს ისრაელსაც ვუგზავნი - რეგიონული კონფლიქტით ვერავინ მოიგებს" - თქვა ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე. 

ლიბანიდან ირანისგან დაფინანსებული ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიებს ბომბავს. ბოლო საპასუხო საჰაერო დარტყმით, ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ არ-არური მოკლეს. ჰეზბოლას ლიდერმა თქვა, რომ არ-არურის მკვლელობის გამო შურს იძიებენ. 

კომენტარები