რუსეთი

მოსკოვში სამხედრო პროდუქციის მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ILLUSTRATIVE PHOTO FROM THE TELEGRAM OF THE MINISTRY OF EMERGENCY SITUATIONS OF RUSSIA

მოსკოვში სამხედრო პროდუქციის მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მიკროელექტრონული საწყობის სავენტილაციო კამერაში გაჩნდა და დაახლოებით 10 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. საჭირო გახდა ხალხის ევაკუაცია. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და სავარაუდო მსხვერპლი არაა. 

აღნიშნული ქარხანა, სხვა პროდუქტებთან ერთად, გემების სადესანტო რადარებს აწარმოებს. 2022 წლიდან კომპანია აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფება.

კომენტარები