პუტინის რუსეთი

რუსეთში სახელმწიფოს მევალეებს ვალის ჩამოწერის სანაცვლოდ ჯარში სამსახურს სთავაზობენ

რუსეთის სამხედრო კომისარიატს წვდომა ექნება სახელმწიფოს მევალეების სიაზე. ინფორმაციას მედია Дождь ავრცელებს.

მევალეების, რომელთაც გადაუხდელობის გამო სასამართლო ან პატიმრობა ემუქრებათ სანაცვლოდ 6-თვიან სამხედრო სამსახურს სთავაზობენ. ჯარში ყოფნის პერიოდში დავალიანება გაიყინება, ხოლო სამხედრო სამსახურის მოხდის შემთხვევაში "მოხალისეებს" დავალიანება ჩამოეწერებათ.

აგვისტოში სასამართლო აღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა დმიტრი არისტოვმა განაცხადა, რომ 35-45 წლის ასაკში, ქმედითუნარიანი, ვალის მქონე მოქალაქეების რაოდენობა 13 მილიონ ადამიანს შეადგენს.

"კრემლი ეკონომიკურად დაუცველ ადამიანებს იყენებს: პატიმრებს, ემიგრანტებს და დაბალი შემოსავლების მქონე სხვა ადამიანებს. მოსახლეობას, ძირითადად კაცებს, სთავაზობენ კრიმინალურ ომში მონაწილეობის სანაცვლოდ იმაზე უფრო დიდ შემოსავალს, ვიდრე ეს ადამიანები გამოიმუშავებნენ ცხოვრების განმავლობაში. ეს პრაქტიკა ახალი არ არის, ერთი თვის წინ პატიმრებს, რომლებიც ვაგნერის წევრები გახდნენ ასევე ჩამოუწერეს ვალები. ინფორმაცია ვალების შესახებ საჯარო არ არის, ის ფაქტი, რომ სამხედრო კომისარიატს წვდომა აქვს მევალეების სიაზე არალეგალურია". – ამბობს იურისტი ანასტასია ბურაკოვა.

კომენტარები