არჩევნები 2024

ნონიაშვილი: რაც შეეხება ნებისმიერი ტიპის კოალიციას, სწორ დროს ვიმოქმედებთ წინასაარჩევნოდ

ფოტო: ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი დროასა და გირჩი - მეტი თავისუფლების საარჩევნო გაერთიანებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ევროპული საქართველო მიზანი შემდეგ პერიოდში ამომრჩევლის რაოდენობის ზრდაა.

"შემდეგ პერიოდში ევროპული საქართველოს მიზანი არის, რომ საკუთარი ამომრჩევლის რაოდენობა გაზარდოს და ბევრი ადამიანი დაარწუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად უნდა დამარცხდეს შემდეგ არჩევნებზე და მე მგონია, რომ ეს მისია ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს. რაც შეეხება ნებისმიერი ტიპის კოალიციას, ამასთან დაკავშირებით, სწორ დროს ვიმოქმედებთ წინასაარჩევნოდ, ასე ვფიქრობთ ევროპული საქართველო". - თქვა გიორგი ნონიაშვილმა.

დღეს, 6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დროამ და გირჩი-მეტი თავისუფლებამ საარჩევნო გაერთიანება შექმნეს. ორმა პარტიამ ვიდეორგოლი გაავრცელა - "დროა და გირჩი მეტი თავისუფლება - ნორმალური არჩევანი"

კომენტარები