ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა არძინბას გადადგომა უარყო

ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ინალ არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაცია უარყო

"აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება". - ნათქვამია განცხადებაში.

იმავეს ადასტურებს კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანიც და აღნიშნავს: "აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამიდასტურა, რომ არსად წასულა".

მანამდე არძინბას გადადგომის შესახებ თითქმის ყველა აფხაზური საინფორმაციო რესურსი და ასევე რუსული სამთავრობო მედია, TACC-იც წერდა. 

ადღეს, 5 სექტემბერს ცნობილი გახდა აფხაზეთის, ე.წ. ვიცეპრემიერის, სერგეი პუსტოვალოვის გადადგომის შესახებაც. იგი აღნიშნულ თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა.

ამასთანავე, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია ჯანსუხ ნანბას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ნანბას სხვა პოზიციაზე გადასვლასთან დაკავშირებით მიიღეს. ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად მეწარმე და საზოგადოებრივი პალატის წევრი, აბესალომ კვარჩია დაინიშნა.

კომენტარები