ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

AW Abkhaz World 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯანსუხ ნანბამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჯანსუხ ნანბამ 4 სექტემბერს ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა". – წერს Interfax-ი აფხაზეთის მარიონეტი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით და დასძენს, რომ ბჟანიას ნანბას გადადგომა ჯერ არ დაუდასტურებია.

ნანბა პრეზიდენტის აპარატის უფროსად 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

ამასთანავე, 4 სექტემბერს აფხაზეთის ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა თანამდებობას ტოვებს.

ტელეგრამ-არხ Legitimny-ის თანახმად, "უკრაინის ყოფილი კურატორი კრემლში, ინალ არძინბა, ბრუნდება მოსკოვში", რათა მონაწილეობა მიიღოს ბრძოლაში "კოლექტიური დასავლეთის იდეოლოგიური პროპაგანდის წინააღმდეგ". 

არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება.  

კომენტარები