ფაშიზმზე გამარჯვების დღე

ფაშიზმზე გამარჯვების თარიღს საქართველო კვლავ საბჭოთა ტრადიციით აღნიშნავს

YEVGENY KHALDEI/GETTY IMAGES  

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა "ფაშიზმზე გამარჯვების დღის" თარიღის შეცვლას. ეს დღე საქართველოში ისევ საბჭოთა წესით, 9 მაისს აღინიშნება. 

პარლამენტმა „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და კანონპროექტს 20 ხმით, 4 -ის წინააღმდეგ  მხარი არ დაუჭირა.

ცვლილების ინიციატორი "რეფორმების ჯგუფი" იყო. მომხსენებლის, თეონა აქუბარდიას თქმით, ცვლილების მიზანია, რომ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ცივილიზებულ დასავლეთთან ერთად აღინიშნებოდეს და არა ოკუპანტ სახელმწიფოსთან ერთად.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ინიციატივა შეაფასა, როგორც საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა. 

„მე არ მგონია, რომ ეს იყოს უწყინარი პროექტი. რაც არ უნდა 8 მაისი კანონით შემოიღოთ,  ვეტერანები მაინც 9 მაისს აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ყველგან ცდილობთ საზოგადოების  გახლეჩას და დაყოფას, ისე როგორც 7-8 აგვისტოს შემთხვევაში და  25 დეკემბერს შობის გადმოტანის მცდელობით“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.
 

კომენტარები