ფაშიზმზე გამარჯვების დღე

II მსოფლიო ომის ვეტერანები 1 000 ლარს, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 1 000 ლარის, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განკარგულებას პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის - დედაქალაქის მერია.

კომენტარები