ფაშიზმზე გამარჯვების დღე

II მსოფლიო ომის მონაწილეები და მათი ოჯახის წევრები 500 და 1 000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განკარგულებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

თბილისის მერის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წელს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება ვაკის პარკში არ გაიმართება. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგება ვეტერანთა კულტურის და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები