გზამ შავრაზმული პოპულიზმის, პოპულიზმში ქართულ ოცნებასთან და ბიძინა ივანიშვილთან შეჯიბრის, ეთნორელიგიურში, ჯვრების ქნევასა თუ სოციალიზმში - ამ გზამ, უპრინციპობამ და ბელადომანიამ, რომ ბელადი ყოველთვის მართალი უნდა იყოს - ამან მიიყვანა ნაციონალური მოძრაობა ამ კრიზისამდე და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი იმ მდგომარეობამდე, სადაც ის არის [...] სააკაშვილს ნებისმიერ რამეზე კვერს დავუკრავ, ურთიერთგამომრიცხავიც რომ თქვას, დღეს ერთი და ხვალ მეორე - ეს არის, რამაც ნაციონალური მოძრაობა კრიზისამდე მიიყვანა. სამწუხაროდ, სანამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობაა, მანამდე ივანიშვილის რეჟიმს საშუალება აქვს, აჩვენოს, რომ ეს არის ალტერნატივის სახეო. ეს უპრინციპობა. ერთ წამს იმის ძახილი, რომ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ და საქართველოში აღარ ჩავერევიო, მეორე წამს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი და მესამე წამს ისევ ბრძოლაზე. ვერ ხვდებიან, რომ ეს მორალურ კატასტროფასთან ერთად, ივანიშვილის რეჟიმს პრაგმატულადაც აძლიერებს [...] მართლა ამიტომ გაიყო ჩვენი გზები ერთხელ და სამუდამოდ.
tbl.ge/6ho5
დაკოპირდა

ასე უპასუხა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილი წერს, რომ ვინც ბოკერიას გზას დაადგება, განულდება და დაამთავრებს, როგორც გიგა ბოკერია.
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




