მკვლელობა გურჯაანში

გურჯაანში 35 წლის კაცი 89 წლის მეზობელმა სანადირო თოფით მოკლა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. კაცი ადგილზე დაიღუპა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

მკვლელობას წინ სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.  

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები