მკვლელობა გურჯაანში

გურჯაანში, სოფელ ველისციხეში კაცმა ორი მეზობელი მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მეზობელი მოკლა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ეჭვმიტანილი კაცი უკვე დაკავებულია.

უწყებაში დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. 

კომენტარები