ინდოეთი

ინდოეთმა მზის შესასწავლად პირველი კოსმოსური მისია გაგზავნა

Aditya-L1-ის გაშვება შრიჰარიკოტას კოსმოსური ცენტრიდან, 2023 წლის 2 სექტემბერი.
Indian Space Research Organisation via AP

23 აგვისტოს მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს უეკიპაჟო ხომალდის წარმატებით დასმის შემდეგ, 2 სექტემბერს ინდოეთმა მზის შესასწავლად პირველი კოსმოსური მისია გაგზავნა.

სატელიტის გამშვები აპარატის მატარებელი კოსმოსური ხომალდი, Aditya-L1 სამხრეთ ინდოეთში მდებარე შრიჰარიკოტას კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს. მზის შესასწავლად განკუთვნილი მოწყობილობებით მზეს დედამიწიდან 1.5 მილიონ კილომეტრში, L1-ის სახელით ცნობილი წერტილიდან დააკვირდებიან. ეს ადგილი კოსმოსში მზის დაუფარავად დანახვის შესაძლებლობას იძლევა.

ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის (ISRO) თქმით, კოსმოსური ხომალდი მზის გვირგვინის, მნათობის ატმოსფეროს ყველაზე ქვედა ფენის, ქრომოსფეროს, მზის ხილული ზედაპირის, ფოტოსფეროსა და მზიური ქარის დასაკვირვებლად განკუთვნილი მოწყობილობებითაა აღჭურვილი.

"საფრენმა აპარატმა სატელიტი ზუსტად განზრახულ ორბიტაზე გაიყვანა. ინდოეთის პირველმა მზის ობსერვატორიამ მზე-დედამიწის L1 წერტილისკენ მოგზაურობა დაიწყო". - წერს ISRO X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).

სატელიტი დანიშნულების ადგილს 125 დღეში მიაღწევს.

კომენტარები