კალაძე: ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე

ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, განსახვებული პოლიტიკური შეხედულება, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველანაირი ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში.

გუშინ ყველამ ვნახეთ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით, აგრესიულ თავდასხმას ახორციელებდნენ პოლიციელებზე, ხდებოდა სიტყვიერი, ფიზიკყრი შეურაცხყოფები, ქვების, ბოთლების სროლა და ა.შ.

დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც, არაერთი მოწოდების და განცხადების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც აქცია მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს გასცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით სამართალდამცავებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მინდა გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრის და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის.

თბილისის მერი კახა კალაძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის არაერთხელ დარბევაზე.

კომენტარები