ინდოეთის ხომალდი მთვარეზე დაეშვა

ინდოეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მთვარის სამხრეთ პოლუსზე ხომალდი წარმატებით დასვა

Vikram lander-ის მიერ გადაღებული ერთ-ერთი უახლესი სურათი
ISRO

ინდოეთი გახდა პირველ ქვეყანა, რომელმაც მთვარის სამხრეთ პოლუსს მიაღწია. ხომალდი, რომელიც მისიას უეკიპაჟოდ ასრულებდა, მთვარეზე 23 აგვისტოს დაეშვა.

ამასთანავე ინდოეთი გახდა რიგით მეოთხე ქვეყანა, რომლის ხომალდიც მთვარეზე წარმატებით დაეშვა, აქამდე ამ მისიას თავი წარმატებით შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა და ყოფილმა საბჭოთა კავშირმა გაართვა

ინდოეთის კოსმოსური ხომალდი Chandrayaan-3 მთვარის სამხრეთ პოლუსზე, რამდენიმე დღის შემდეგ დაეშვა, რაც რუსულმა ხომალდმა Luna 25-მა კატასტროფა განიცადა.

მიჩნეულია, რომ რეგიონის დაჩრდილული კრატერები შეიცავს ყინულს, რომელიც შეიძლება ადამიანებისთვისს მთვარის მუდმივ ბაზად ქცევაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ინფორმაცია ინდოეთის მისიის შესახებ მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც რუსულმა ხომალდმა, Luna 25-მა კატასტროფა განიცადა და ორბიტაზე შემობრუნების შემდეგ მთვარის ზედაპირს დაეჯახა.

კომენტარები