დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 4 სომეხი სამხედრო დაიღუპა

1-ელ სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 4 სომეხი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1-ელი სექტემბერს, ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში, შეტაკებები მიმდინარეობდა სომხეთის სოთქისა და ნორაბაკის მიმართულებით.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათი სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 30 აგვისტოდან ყოველ დღე მიმდინარეობს. მხარეებმა 1-ელ სექტემბერს ერთმანეთი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში დაადანაშაულეს. მხარეებმა შეტაკებების დროს გამოიყენეს არტილერიაც.

გასულ დღეს, 31 აგვისტოს შეტაკებები მოხდა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც.

აგვისტოს დასაწყისიდან სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონისა და ყარაბაღის გარშემო ვითარება დაძაბულია. შეტაკებები, ფაქტობრივად, დღეგამოშვებით ხდებოდა.

პარალელურად, კრიზისული სიტუაციაა შექმნილი სეპარატისტულ ყარაბაღში, რომლის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელ სამხედროებს აქვთ გადაკეტილი. რეგიონში საკვები პროდუქტის დეფიციტია. 

გასულ დღეებში აშშ აზერბაიჯანს მოუწოდებდა რომ მთიანი ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარება შეეშვათ. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია ყარაბაღის მდგომარეობის გამო.

კომენტარები