პრეზიდენტის იმპიჩმენტი

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა (VIDEO)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. ფოტო და ვიდეომასალას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ეს მეორე ვიზიტია იმ შეხვედრების სერიის ფარგლებში, რომელიც ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად დაიწყო. ამის გამო, ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება დააანონსა - მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში". 

31 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა როგორც გერმანიაში, ისე უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში დაგეგმილ ვიზიტებზე.

კომენტარები