საფრანგეთი

პარიზის რაიონები ვირუსების გადამტანი კოღოების საწინააღმდეგოდ შეწამლეს

Geyres Christophe/ABACA/Shutterstock

საფრანგეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში სწრაფად მზარდი რაოდენობის ვეფხვისებრი კოღოების მიერ ვირუსული დაავადებების, ზიკასა და დენგეს გავრცელებას შეწამვლის საშუალებით ებრძვის.

შეწამვლისას ოფიციალურმა უწყებებმა უსაფრთხოების ზომები მიიღეს, კერძოდ გზები გადაკეტეს, ხოლო პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მაცხოვრებლებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

"ეს პარიზისთვის პირველი შემთხვევაა, მაგრამ არა საფრანგეთისთვის. საფრანგეთის სამხრეთი რამდენიმე წელია ვეფხვისებრი კოღოებით ზარალდება". - უთხრა მედიას პარიზის მერის მოადგილემ, ანა სუირისმა, რომელიც ჯანდაცვის პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი.

დედაქალაქის ჯანდაცვის რეგიონულმა ორგანომ აღნიშნა, რომ ოპერაციები უმთავრესად დენგეს ვირუსის გადაცემის რისკის შესამცირებლად ტარდება. სწორედ ამავე მიზნით, შეწამვლის პირველ მთავარ ზონად შეირჩა 150 მეტრის რადიუსის ტერიტორია იმ ადამიანის სახლიდან, რომელიც მოგზაურობისას დაავადდა და ქალაქში დენგეს ცხელება შემოიტანა. 

მეორე ოპერაცია პარიზის ცენტრალური ჩრდილო-აღმოსავლეთით კოლუმბის გარეუბანში დაიგეგმა, მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ დენგეს ცხელება უცხოეთიდან მეორე ადამიანმაც შემოიტანა.

მას შემდეგ, რაც ვეფხვისებრი კოღო ცხელებით დაავადებულ ადამიანს უკბენს, ამ დაავადების მატარებელი ხდება და ვირუსი სხვა ადამიანებზე გადააქვს. საფრანგეთის ხელისუფლება თავისი ქმედებებით ვირუსული დაავადებების გადატანის ჯაჭვური რეაქციის შეჩერებას ცდილობს.  პარიზის ხელისუფლებამ დედაქალაქის ტერიტორიები პირველად შეწამლა.

კომენტარები