ყაზახეთი

ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება

ყასიმ-ჟომართ თოყაევი
akorda.kz

ქვეყანაში პირველი ელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით ყაზახეთში რეფერენდუმი ჩატარდება. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ისაუბრა.

მისივე თქმით, ატომური ენერგიის განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. როგორც ყაზახეთის მთავრობა განმარტავს, ელექტროსადგური, შესაძლოა, ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით, ალმარიის რეგიონში ააშენონ. ამასთან, ყაზახეთში რუსულ Rosatom-თან პარტნიორობის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ.

გარდა ამისა, ქვეყანაში ზოგიერთი აქტივისტი აღნიშნულ პროექტს უსაფრთხოების საკითხებისა და ყაზახეთის ისტორიის გამო პროტესტს გამოთქვამს. 

"ერთი მხრივ, ყაზახეთს, როგორც მსოფლიოში ურანის უმსხვილეს მწარმოებელს, უნდა ჰქონდეს საკუთარი ატომური ელექტროენერგია. მეორე მხრივ, ბევრ მოქალაქე და ზოგიერთ ექსპერტი ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს". - აღნიშნა თოყაევმა.

კომენტარები