კანდიდატის სტატუსი

კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად პრეზიდენტი ევროპაში შეხვედრებს იწყებს – ადმინისტრაცია

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად სალომე  ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პირველი ვიზიტი 31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში გაიმართება - სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

კომენტარები