ევგენი პრიგოჟინი

"არაა გათვალისწინებული" – პუტინი პრიგოჟინის დაკრძალვას არ დაესწრება

ევგენი პრიგოჟინი ვლადიმირ პუტინს ათვალიერებინებს საკუთარ დაწესებულებას, 2010 წლის 20 სექტემბერი, რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი.
Sergei Ilnitsky/AP

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვას არ დაესწრება.

ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ისაუბრა.

"პრეზიდენტის მისვლა არაა გათვალისწინებული". – თქვა პესკოვმა.

ამას გარდა, პეკსოვი ირწმუნება, რომ კრემლში დაკრძალვის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ.

"საბოლოო ჯამში, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ნათესავები და ახლობლები იღებენ. აქ მათ გარეშე რამის თქმა არ შეგვიძლია". – თქვა პესკოვმა.

23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟზეც, როსავიაციის ცნობით, იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და ამავე ჯგუფის სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი, ვის ზედმეტსახელსაც ატარებდა ორგანიზაცია.

ჩამოვარდნის ადგილზე იპოვეს 10 ნეშტი, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ევგენი პრიგოჟინი შემთხვევას ემსხვერპლა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

კომენტარები