ელექტრომომარაგების შეზღუდვა

ელექტროკაბელი ისევ დაზიანდა, საბურთალოს 28 000-მდე აბონენტს დენი არ აქვს – თელასი

კომპანია თელასის ცნობით, საბურთალოზე ელექტროკაბელი ისევ დაზიანდა - კერძოდ, 15:14 საათზე ავარიულად გაითიშა ქვესადგური საბურთალო-1-ის მკვებავი 35-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს.

28 აგვისტოს საბურთალოზე, ოდიშელიძის ქუჩაზე არსებულ გაზის მილზე გაჩენილი ხანძრის გამო თელასის მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა. ამის გამო 26 000 აბონენტს ელექტროენერგია, ხოლო დედაქალაქის 300-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა.

"საავარიო სამსახურმა უმოკლეს ვადებში შეძლო ავარიის აღმოფხვრა და ელექტრომომარაგების აღდგენა. თუმცა დღეს 35-კილოვოლტიანი ელექტროკაბელი ისევ დაზიანდა. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი და აღნიშნავს, რომ "საავარიო სამსახური ადგილზე იმყოფება და აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს".

კომპანიის ინფორმაციით, ელექტრომომარაგება 18:00 საათზე აღდგება.

კომენტარები