ვაგნერის ჯგუფი

ვაგნერის ჯგუფის სასაფლაოს სამარას ოლქში ჯვრები მოაცილეს და ბულდოზერი გადაატარეს

63.RU

რუსული მედიის ცნობით, ქალაქ ნიკოლაევკაში, სამარას ოლქში ვაგნერის ჯგუფის საფლავებს ჯვრები მოაცილეს და ბულდოზერი გადაატარეს

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაადასტურეს, რომ ვაგნერის ჯგუფის მებრძოლთა საფლავებს ჯვრები და გვირგვინები მოაცილეს, სადაც მათი სახელები ეწერა. შემდგომ, ვაგნერელთა საფლავებს ბულდოზერი გადაატარეს და ერთ დონეზე გაასწორეს. 

რუსული მედია საშუალების ცნობით, რუსეთის ხელისუფლება გეგმავს ვაგნერის მებრძოლების სასაფლაოზე ცემენტის დასხმას და მემორიალური ძეგლის სახით შავი პირამიდის აღმართვას. 

ვაგნერის ჯგუფის მებრძოლების სასაფლაო სამარას ოლქში რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. 2023 წლის აპრილში ევგენი პრიგოჟინმა სასაფლაოსთან ახლოს მემორიალური სტელა გახსნა. 

სამარას ოლქის ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ შემთხვევაზე კომენტარი არ გაკეთებულა. 

კომენტარები