ვაგნერის ჯგუფი

პესკოვი: ვაგნერის ჯგუფი არ არსებობს

პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ სამართლებრივად ვაგნერის ჯგუფი არ არსებობს და ვაგნერის ჯგუფი არ არის კერძო სამხედრო ორგანიზაცია. ამის გამო, მან არ უპასუხა შეკითხვებს ვაგნერის ჯგუფის შესახებ.

ჟურნალისტებმა პესკოვს კითხვები დაუსვეს ევგენი პრიგოჟინის სიკვდილისა და ვაგნერის ჯგუფის მომავალის შესახებ, თუმცა პესკოვმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ დე იურე ვაგნერის ჯგუფი საერთოდ არ არსებობს. 

ჟურნალისტებმა პესკოვს ასევე ჰკითხეს, ჩაანაცვლებს თუ არა ევგენი პრიგოჟინს ანდრეი ტროშევი. 

"ეს კითხვა არ არის ჩვენთვის. ვინ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება? თქვენ ამ შეკითხვას მისვამთ და მსგავსი ორგანიზაცია დე იურე არ არსებობს" - უპასუხა პესკოვმა. 

კომენტარები