იტალია

"გადაიხადე ამ იდიოტების ანგარიში" – იტალიის პრემიერმა იტალიელი ტურისტების ანგარიში გადაიხადა

იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი
AFP

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ალბანეთში 4 იტალიელი ტურისტის რესტორნის ანგარიში გადაიხადა - ტურისტებმა კვების ობიექტი გადაუხდელად დატოვეს. შემთხვევა მდინარე ოსუმზე მდებარე ქალაქ ბერატში მოხდა.

"წადი და გადაიხადე ამ იდიოტების ანგარიში." - უთხრა მელონიმ ელჩს. 

თანხა დაახლოებით 80 ევროს შეადგენდა.

იტალიის საელჩომ ალბანეთში დაადასტურა, რომ გადასახადი მელონიმ პირადი სახსრებით გადაიხადა.

"იტალიელები პატივს სცემენ წესებს და იხდიან ვალებს. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდება." - აცხადებენ საელჩოში.

კომენტარები