მარცვლეულის შეთანხმება

უკრაინის ჰუმანიტარული დერეფნის გავლით პირველმა გემმა ბოსფორის სრუტე გადაკვეთა

REUTERS/Umit Bektas

მარცვლეულის გადამზიდი პირველი ხომალდი, რომელმაც უკრაინის ჰუმანიტარული დერეფანი გამოიარა, სტამბულში შევიდა და ბოსფორის სრუტე გადაკვეთა

ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავი გადამზიდმა გემმა უკრაინის ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. გემი ოდესის პორტიდან გამოვიდა, სადაც 2022 წლის 23 თებერვლიდან იყო გაჩერებული. რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ შავი ზღვის სავაჭრო გზების ბლოკადას ცდილობს.

10 აგვისტოს უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის გადამზიდი ხომალდებისთვის დროებითი ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა

კრემლს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებენ უკრაინის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შემდეგ. უკრაინული მხარის თქმით, ჰუმანიტარული დერეფანი თავდაპირველად გაიხსნება ისეთი გემებისთვის, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან პორტებში არიან გაჩერებულები. 

კომენტარები