15 აგვისტოს, 12:20-ზე აზერბაიჯანის საჰაერო ძალებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა იუხარი შორჟას დასახლებაში, ბასარკეჩარის რეგიონში მოხდა. ინფორმაციას სომხეთში ევროკავშირის მისია ავრცელებს თავის X-ის გვერდზე (ყოფილი Twitter).
ევროკავშირის მისიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკვირდება სიტუაციას ლაჩინის დერეფანზე, რომელიც სომხეთსა და მთიან ყარაბახს ერთმანეთთან აკავშირებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თავდასხმის შესახებ რეალობას არ შეესაბამება.
15 აგვისტოს 18:05-ზე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გადაბაის რეგიონში აზერბაიჯანულ ძალებს ცეცხლი გაუხსნეს, რაზეც აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ზომები მიიღო.





