იტალია

სიცილიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

Lava flows from Etna. Photograph: Salvatore Allegra/AP

სიცილიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა.  3 330 მეტრის სიმაღლის ვულკანი 13 აგვისტოს გააქტიურდა.

მრავალი ქუჩა ვულკანის ფერფლმა დაფარა, რის გამოც კატანიის მერმა, ენრიკო ტრაანტინომ 48 საათის განმავლობაში ქალაქში მოტოციკლების და ველოსიპედების გამოყენება აკრძალა, ავტოსაგზაო შემთხვევათა მაღალი რისკის გამო კი მანქანით გადაადგილება არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით გახდა ნებადართული.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ფრენები, რომლებიც აღმოსავლეთ სიცილიის ქალაქ კატანიას ემსახურება, შეჩერდა, რამაც მოგზაურებს პრობლემები შეუქმნა. აღსანიშნავია, რომ ზაფხულის ეს პერიოდი იტალიისთვის ტურიზმის პიკია, 15 აგვისტოს კი იტალიის მოსახლეობა სახალხო დღესასწაულს, ფერაგოსტოს ზეიმობს.

შეგახსენებთ, რომ ეტნა ყველაზე მაღალი აქტიური ვულკანია ევროპაში და ბოლო 500 000 წლის განმავლობაში მისი ამოფრქვევა ხშირი მოვლენაა. რაც შეეხება ეტნას ბოლო დიდ ამოფრქვევას, ის 1992 წელს მოხდა.

კომენტარები