დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა 14 აგვისტოს დილით შოტლანდიის სანაპიროსთან Ту-142-ის ტიპის ორ რუსული საზღვაო-საპატრულო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ავრცელებს.
დიდმა ბრიტანეთმა Typhoon-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით გზა გადაუჭრა რუსულ ბომბდამშენებს, რომლებიც გამოიყენება დაზვერვისა და წყალქვეშ საბრძოლო მოქმედებებისთვის. ბრიტანეთმა Typhoon-ის გარდა, საჰაერო სივრცეში გაგზავნა Voyager-ის თვითმფრინავი, რომელსაც მოიერიშე თვითმფრინავისთვის საწვავის შევსება უნდა უზრუნველეყო.
"ნამდვილად სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ ჩვენ შევძელით წარმატებით გადაგვეჭრა გზა [რუსული თვითმფრინავებისთვის] გაერთიანებული სამეფოსა და NATO-ს საჰაერო სივრცის დარღვევის გარეშე". - თქვა დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავის ერთ-ერთმა პილოტმა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, რუსული სამხედრო თვითმფრინავებმა, რომლებიც შედიან გაერთიანებული სამეფოს ფრენის საინფორმაციო ზონაში, შეიძლება საფრთხე შეუქმნან სხვა თვითმფრინავებს, რადგან ისინი ხშირად უგულებელყოფენ საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებელ სისტემებს და არ იძლევიან სიგნალს, რომ საჰაერო სივრცეში იმყოფებიან.
გარდა ამისა, 14 აგვისტოს დილით დანიის საჰაერო ძალებმა გზა გადაუჭრა ორ რუსულ ბომბდამშენს, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყნის, ნიდერლანდების კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიფრინავდა.
ამავე ინფორმაციით, 14 აგვისტოს დილითვე შესაბამისმა უწყებებმა ნიდერლანდების F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნის ბრძანება გასცეს. თუმცა, რუსულ ბომბდამშენებს გზა მანამ გადაუჭრეს, სანამ ისინი NATO-ს საჰაერო სივრცეში შევიდოდნენ.
ნიდერლანდების საჰაერო ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსული თვითმფრინავები არცთუ ისე იშვიათად არღვევენ ან უახლოვდებიან ნიდერლანდების საჰაერო სივრცეს.