დღეს ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება შოვში, რომელიც იყო ტიპური რუსული მენტალობის, რუსული მმართველის და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მსგავსი განცხადება, ეს იყო ცინიზმით სავსე, ეს იყო პრაქტიკულად მთელი ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა, ადამიანის, როგორც ესეთის უგულებელყოფა და ტყუილებით სავსე განცხადება. ის, რომ ვერტმფრენი ველოსიპედი არ არის, ეს საქართველოს მოსახლეობამ და თითქმის ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ამავე დროს, თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული. ამიტომ, ამ რუსულ მმართველობას თავის მინისტრებიანად უნდა დავუსვათ წერტილი. ამ საქმეს, რაც შოვში მოხდა, სჭირდება საკმაოდ სერიოზული გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი ამ რუსული მენტალობის მატარებელი მმართველობის ჩამოშორება ჩვენი ქვეყნის მმართველობიდან.
tbl.ge/6guw
დაკოპირდა
გამოეხმაურა პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურს კომენტარს, რომ "ფერდობზე დარჩენილები უსაფრთხოდ იყვნენ, ამიტომ ღამე ფრენა აღარ გავრისკეთ".
ამავე თემაზე
- შოვში ალინა პოლიკოვსკას ვაჟის დაღუპვა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა
- შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, სულ – 32
- ენმ-მ შოვის თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა ოქტომბრამდე გადადო
- შოვში დაკარგული 4 წლის გიორგი ხორბალაძის დაღუპვა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა
- 2 მცირეწლოვანს ვეძებთ, სამუშაოები გაგრძელდება, სანამ პოვნის მცირე შანსიც იქნება – ონის მერი