სტიქია რაჭაში

გომელაური: გუშინ ჩამოვფრინდი, თურქეთში მამას ვედექი თავზე საავადმყოფოში

გუშინ ჩამოვფრინდი, მგონი ყველამ კარგად იცის სადაც ვიყავი, თითოეული ნაბიჯი სადმე რომ მივიდვარ ყველაფერი იციან და ეს ვერ გაიგეს სად ვიყავი. თურქეთში, საავამდყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი, ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედ არის. ყველამ ყველაფერი იცოდა, სამწუხაროდ, მაგრამ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან და ზოგი სხვაგან. ეს მემგონი ძალიან ცუდია, ძალიან მძიმეა და არ შეიძლება. იგივე რაც კალაძეზე გააკეთეს - ოჯახზე, ეს არის უკაცრავად და სიბინძურე, ეს პოლიტიკა აღარ არის, იგივე ჩემზე, ვითომ ვისვენებ მე და არ ჩამოვედი, ისე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა.

უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას - რა იყო იმის მიზეზი, რომ მინისტრი საქართველოში სტიქიის მე-11 დღეს ჩამოფრინდა.

კომენტარები