სტიქია რაჭაში

შოვში დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

შსს

რაჭაში, შოვში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა გაავრცელა.

"ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე. მოზარდის ცხედარია". - თქვა მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 12 ადამიანი იძებნება.

რაჭაში, შოვში მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისა და 116-ე – სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლებით დაიწყო.

კომენტარები