რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ ზელენსკიზე სავარაუდო თავდასხმა აღკვეთეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ბერლინში, 14 მაისი, 2023.
REUTERS/Fabrizio Bensch

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკიზე შესაძლო თავდასხმა აღკვეთეს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პრეზიდენტზე თავდასხმა მისი ნიკოლაევში ვიზიტის დროს იგეგმებოდა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მათ უკვე დააკავეს რუსეთის დაზვერვის ინფორმატორი ქალი, რომელიც ვიზიტის წინ პრეზიდენტის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის, ზელენსკის სავარაუდო მარშრუტსა და დროს.

"თუმცა, უსაფრთხოების სამსახურმა წინასწარ მოიპოვა ინფორმაცია ეჭვმიტანილის სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობის შესახებ და ვიზიტის დროს უსაფრთხოების დამატებით ზომებზე იზრუნა". - წერია განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ოჩაკოვის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემებისა და საბრძოლო მასალის მდებარეობის გაგებას რუსეთის დავალებით ცდილობდა. როგორც ირკვევა, ქალი ოჩაკოვის ოლქის ერთ-ერთი სამხედრო მაღაზიაში ყოფილი გამყიდველი იყო. სადაზვერვო ინფორმაციას იგი ოლქის მთელ ტერიტორიაზე აგროვებდა. დაკავებულს ბრალად უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულების, იარაღის და საბრძოლო მასალის,  გადაადგილების ან განლაგების შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელება ედება.

კომენტარები