2023 წელს გარდაცვლილები

გარდაიცვალა სანდრა ბულოკის პარტნიორი, რომელთანაც მსახიობს 8-წლიანი ურთიერთობა ჰქონდა

57 წლის ასაკში გარდაიცვალა ფოტოგრაფი, სანდრა ბულოკის დიდი ხნის პარტნიორი ბრაიან რენდალი. 

სიკვდილის მიზეზი ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი(ALS) გახდა, რომელსაც რენდალი 3 წლის განმავლობაში ებრძოდა. ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახი ავრცელებს:

"მწუხარებით გიზიარებთ, რომ ბრაიან რენდალი 5 აგვისტოს, ALS-თან 3-წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა".

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი ნეიროდენერაციული დაავადებაა. ადრეულ ეტაპზე დაავადება კუნთების დასუსტებას იწვევს, პროგრესირებასთან ერთად ადამიანს უჭირს სიარული და ლაპარაკი, ბოლო სტადიაზე კი – ყლაპვა და სუნთქვა.

ბულოკმა და რენდალმა ერთმანეთი 2015 წელს ფოტოსესიაზე გაიცნეს. მათი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ მსახიობმა მხოლოდ 2021 წელს ილაპარაკა.

კომენტარები