რუსეთ-უკრაინის ომი

რუსეთმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 8 ადამიანი

The Guardian

რუსეთმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკიზე იერიში მიიტანა. ქალაქი პოკროვსკი აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ დროებით კონტროლირებადი დონეცკიდან 70 კილომეტრში მდებარეობს.

ქალაქს 40 წუთიანი შუალედით ორმა საჰაერო რაკეტამ დაარტყა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამჟამინდელი მონაცემებით, დაჭრილთა რაოდენობა 31-ია, მათ შორის 19 პოლიციელი, ხუთი მაშველი და ერთი ბავშვია. ოფიციალური ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, რის გამოც, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს თქმით, დარტყმებმა ორი საცხოვრებელი კორპუსი, სასტუმრო, კვების ობიექტები, მაღაზიები და ადმინისტრაციული შენობები დააზიანა.

კომენტარები