საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა

კრამონი: თავისუფლება და დემოკრატია, რაც პუტინს ყველაზე მეტად სძულს, მის მეზობელ ქვეყნებში!

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას ეხმაურება. 

"ამ დღეს, 7 აგვისტოს მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ სხვა ომები, რომლებიც რუსეთმა დაიწყო. ერთი მათგანი  საქართველოში, ზუსტად 15 წლის წინ იყო. ვიბრძოლოთ სუვერენიტეტისთვის. თავისუფლება და დემოკრატია (რაც პუტინს ყველაზე მეტად სძულს)  მის ყველა მეზობელ ქვეყანაში!".- წერს კრამონი. 


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები